05 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
საჭიროა ყველაზე ფართო კონსენსუსი - ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ქართულ მხარეს რეკომენდაციას აძლევს

ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს მთავარ კანონზე - კომისიის რეკომენდაციის მიხედვით საქართველოს კონსტიტუცია ფართო, საერთო ეროვნულ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. ორგანიზაცია მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიის მოთხოვნების ჩარჩოში ჯდება.

„ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას... ჩვენ წარვადგინეთ ის მოდელი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა. ბონუსს დაედება ძალიან მკაცრი ზღვარი იმისთვის, რომ არ გვქონდეს ჩვენ გადახვევა საარჩევნო თანასწორობის პრინციპთან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო, აცხადებს, რომ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტის უმეტესი ნაწილი მათთვის მისაღებია.

„ეს რეფორმა კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია. უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად, საქართველოსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. შემოთავაზებული წინადადებების უმეტესობა ვენეციის კომისიამ მოიწონა. თუმცა, არის გარკვეული რეკომენდაციები მნიშვნელოვან საკითხებზე, სადაც ჩვენი აზრები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. თუმცა, ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი იპოვის ასეთ გადაწყვეტილებას. ქვეყნისთვის სასარგებლო კონსტიტუციისთვის საჭიროა, რაც შეიძლება ყველაზე ფართო კონსენსუსი და ვფიქრობ საქართველოს პარლამენტი ამის მიღწევას ცდილობს,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. 

დღის ამბები