05 მაისი 2024,   00:45
ვრცლად
ბონუსი არის მიუღებელი ძალიან ბევრი მიზეზის გამო - ანა დოლიძე საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბრობს

ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს მიმართა, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ. მან შეკრებილებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

„ბონუსი არის მიუღებელი ძალიან ბევრი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ის უსამართლო დანამატს, ჯილდოს აძლევს გამარჯვებულ პარტიას, იმიტომ, რომ ის არასწორ სიგნალს აძლევს მოსახლეობას, რომ შენ თუ მოიგებ, შეგიძლია ერთპიროვნულად მართო ქვეყანა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძემ ვენეციის კომისიის მიერ დღეს გაკეთებულ ახალ ჩანაწერზეც ისაუბრა, რომელშიც კომისიამ ხელისუფლებას ფართო კონსენსუსისკენ მოუწოდა.

„ვენეციის კომისიამ დღეს გააჩინა ახალი ჩანაწერი თავის დასკვნაში, სადაც მოუწოდებს ყველას კონსენსუსისკენ და რომ, რაც მთავარია, კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს რაც შეიძლება ფართო კონსენსუს, ამას აღნიშნავდაა პრეზიდენტი, როგორც მოგეხსენებათ,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები