05 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
აშშ-ის პროკურატურის მიერ ერდოღანის დაცვის 12 წევრზე დაპატიმრების ორდერის გაცემას თურქეთის პრეზიდენტი აპროტესტებს

თურქეთის პრეზიდენტი შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ვაშინგტონის პროკურატურამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 12 წევრზე დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის გამო თურქეთის საგარეო უწყებაში შეერთებული შტატების ელჩი დაიბარეს. ერდოღანის განცხადებით კი, ორდერის გაცემას ოფიციალური ანკარა პოლიტიკური და სამართლებრივი გზებით შეებრძოლება.

თურქეთის ლიდერის დაცვის წევრებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ბრალდებათ. ჩხუბი ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან 16 მაისს მოხდა. დემონსტრანტებს, რომლებიც ერდოღანის ვიზიტს აპროტესტებდნენ, დაცვის წევრებმა სცემეს, შედეგად 9 მომიტინგე დაშავდა.

დღის ამბები