05 მაისი 2024,   10:18
ვრცლად
"საზოგადოებრივი მაუწყებელზე" გადაცემების დახურვა - ოპოზიციას მმართველ გუნდთან კითხვები აქვს

საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. ამ ანგარიშის გარდა პარლამენტარების მხრიდან დაისვა კითხვები ტელეკომპანიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია დაინტერესდა თუ რატომ დაიხურა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე გადაცემა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი, მმართველ გუნდს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან საზოგადოებას მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, ბოლო პერიოდში ტელეკომპანიაში ორი გადაცემის დახურვას არ მიესალმება.

„თქვენ როგორ ფიქრობთ ეს გადაწყვეტილება იყო თუ არა ნაკარნახევი რაიმე პოლიტიკური მიზნით? რამდენად სწორად მიგაჩნიათ თქვენ ასეთი მოარული ფრაზა, რომ მიდის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ფაქტობრივად, ერთპარტიულ ტელევიზიად გადაქცევა, რომელსაც ჯიდიესიზაციას უწოდებენ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსული შეახსენა და ასეთი კითხვების დასმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები