05 მაისი 2024,   04:25
ვრცლად
ქაბულში მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი თავდასხმა მოხდა

მორიგი თავდასხმა მოხდა მშვიდობიან მოსახლეობაზე ქაბულში. მეჩეთში, სადაც შიიტი მუსლიმები რამადანის ლოცვაზე იყვნენ შეკრებილები, სამმა ტერორისტმა სცადა შეჭრა. ტერორისტები სალოცავის შესასვლელთან პოლიციამ შეაჩერა, რასაც სროლა მოჰყვა.

თვითმხილველების განცხადებით, ორი თავდამსხმელი ძალოვანებმა ადგილზე მოკლეს, მესამემ კი მძევალთან ერთად შენობაში შეღწევა მოახერხა, სადაც მოგვიანებით თავი აიფეთქა. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 8 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები