05 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
17 ივნისს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სეზონს დახურავს

17 ივნისს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სეზონს დახურავს. ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი და საუკუნის ელჩად წოდებული ჩელისტი, გოტიე კაპუსიონი წარსდგებიან.

კონცერტს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

კონცერტი მიეძღვნება ანტისტიგმა კამპანიას "დაინახე ყველაფერი".

დღის ამბები