05 მაისი 2024,   11:47
ვრცლად
ელენე ხოშტარია მერიაში ბიუროკრატიაზე დახარჯულ 190 მილიონს გაფლანგულად მიიჩნევს

"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი მერიაში ბიუროკრატიაზე დახარჯულ 190 მილიონს გაფლანგულად მიიჩნევს. ელენე ხოშტარია ხელისუფლების თანხის შეკვეცის ხარჯზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებს მდგომარეობის გაუმჯობესებას სთავაზობს. "ევროპულმა საქართველომ" სოციალური პროგრამა დღეს ქვემო ფონიჭალის მცხოვრებლებს წარუდგინა.

პენსიის 50 ლარით და სოციალური დახმარების 150-დან 520 ლარამდე გაზრდა. ოპოზიციურ პარტიაში განმარტავენ, რომ ასეთი სოციალური შეღავათი რეალურია და მას მხოლოდ ბიუროკრატიისა და არამიზნობრივ საკითხებზე დახარჯული თანხის განახევრება დასჭირდება.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, ავტომობილებისა და საწვავის ხარჯი, რბილი ავეჯი და ჰიგიენა, მივლინებები და გაზრდილი პრემია-დანამატები, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიმართულებების, სადაც "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, ათეულობით მილიონის დაზოგვა უნდა მოხდეს. მოქალაქეებისთვის უფრო შეღავათიანი სოციალური პაკეტების და პარალელურად, დასაქმების შესაძლებლობის გაზრდაზე ადგილობრივებს დღეს კრწანისის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატიც ესაუბრებოდა.

ქვემო ფონიჭალაში მოქალაქეებთან შეხვედრისას პარტიის ლიდერებმა ბოლო დროს მერიის მიერ გაწეულ იმ რამდენიმე მილიონიან ხარჯზეც ისაუბრეს, რომლის დასაბუთებაც უწყების მხრიდან ამ დრომდე არ მომხდარა.

დღის ამბები