02 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" თითოეულ თქვენთაგანს თავზე გადაახია კონსტიტუცია"- გიგი უგულავა საზოგადოებას მიმართავს

პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით ერთსულოვნად მიღებას ეხმაურება. პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" კონსტიტუცია.

“ქართული ოცნების" უმრავლესობამ დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა პრაქტიკულად ახალი კონსტიტუცია. კონსტიტუცია, რომელიც საზოგადოების ზურგს უკან არ ეფუძნება საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების კონსენსუსს. ეს არის ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციით თქვენს წაგართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება, წაგართვეს და გადაგვივადეს სამართლიანი საარჩევნო წესით საკუთარი პარლამენტის არჩევის უფლება. ეს კონსტიტუცია ითვალისწინებს  პირდაპირ შეთქმულებას ქართველი გლეხის წინააღმდეგ. ეს კონსტიტუცია არ ემყარება საზოგადოებრივ კონსენსუსს. ჩვენ გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" თითოეულ თქვენთაგანს  თავზე გადაახია კონსტიტუცია. ამაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, მშვიდად, მტკიცედ, მაგრამ გაბრაზებულებმა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავსაჯოთ "ქართული ოცნება,“ - განაცხადა გიგი უგალავამ.

დღის ამბები