02 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი მდივანი ჰყავს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ახალი მდივანი ჰყავს. ის გიორგი მიქაუტაძე გახდა. გიორგი მიქაუტაძეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა მოუწევს, რადგან თავმჯდომარე არ შეიძლება ამავე დროს საბჭოს მდივანი იყოს. კენჭისყრა და შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დღესვე მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები აირჩია. საბჭოს ახალი წევრები არიან ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი ბონდარენკო.

ლევან მურუსიძის, თამარ ალანიას, შოთა გეწაძის და მერაბ გაბინაშვილის ადგილმონაცვლეები მოსამართლეთა კორპუსმა 7 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით შეარჩია, რომლის დასრულების შემდეგაც მოსამართლეთა კორპუსმა კენჭი საბჭოს მდივნის კანდიდატურებს უყარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები