02 მაისი 2024,   10:48
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ივანკა ტრამპი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ივანკა ტრამპი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ქალიშვილმა ჩვენება იმ ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა მისცეს, რომლის თანახმადაც, მისმა კომპანიამ სხვა ბრენდის ფეხსაცმელების დიზაინი მოიპარა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ნიუ იორკის სასამართლომ გამოიტანა. მოსამართლემ უარყო დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ივანკა ტრამპი ზედმეტად დაკავებულია მსგავს საქმეზე არსებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

იმის გამო, რომ ივანკა ტრამპი ამ დროისთვის ვაშინგტონში ცხოვრობს და თეთრ სახლში მუშაობს, მოსამართლე დათანხმდა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილმა ჩვენება ოქტომბრის ბოლომდე დედაქალაქში მისცეს.

დღის ამბები