02 მაისი 2024,   11:15
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 ახალი წევრი და ახალი მდივანი ჰყავს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 ახალი წევრი ჰყავს. მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი შენგელია, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე დღეს კოლეგებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

ახალი წევრების გარდა, მოსამართლეებმა დღეს საბჭოს ახალი მდივანიც აირჩიეს. ლევან მურუსიძეს გიორგი მიქაუტაძე შეცვლის.

სკანდალური გადაწყვეტილებებით ცნობილი მოსამართლე ლევან მურუსიძე დღეს კოლეგებმა ტაშით გააცილეს. იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანი კოლეგებთან ერთად აღიარებს, რომ დიალოგი სამოქალაქო სექტორთან ვერ შედგა, თუმცა ამის მიზეზად თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს ასახელებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა კრიტიკის ობიექტი ხშირად მიხეილ ჩინჩალაძის გამო გამხდარა. მისი სახელი არა ერთ კერძო დავასა და საეჭვო გადაწყვეტილებას უკავშირდება. ერთ-ერთი ბოლო, მისი სააპელაციო სასამარლოს თავმჯდომარედ დანიშვნა იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები