05 მაისი 2024,   07:26
ვრცლად
პარკირებაზე ჯარიმების განხილვა და ურთიერთბრალდებები პარლამენტში

ურთიერთბრალდებები პარლამენტის სხდომათა დარბაზში მანქანის არასწორი პარკირების ჯარიმების განხილვას მოჰყვა. ორი კვირის წინ პარლამენტში შესულ კანონპროექტში მმართველმა გუნდმა დღეს ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ახალი ინიციატივით, ჯარიმა არა 20 ლარი, არამედ ისევ 10 ლარი იქნება.

2 კვირის წინ ინიცირებულ კანონპროექტში „ქართული ოცნება“ არასწორ პარკირებაზე ჯარიმის გაორმაგებას იმით ხსნიდა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებითი სახსრები შევიდოდა. დღეს გაირკვა, რომ ჯარიმის გაზრდით, მოგებას ნახავს არა მუნიციპალიტეტი, არამედ კერძო კომპანია „სითი პარკი“.

უმრავლესობის წვრები დღეს ახალი ინიციატივითაც გამოვიდნენ, რომლის მიხედვით, პარკირება დადაქალაქში არა კერძო კომპანიამ, არამედ თბილისის მერიამ უნდა უზრუნველყოს.

 

დღის ამბები