02 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
"სითი პარკი" - მოქმედი მერის განცხადება და მერობის კანდიდატების გეგმები "სითი პარკთან" დაკავშირებით 

"სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება და პოლიტიკური ძალების მოთხოვნები - ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, თუმცა როგორი უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები, ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა პარტიებიდან, საკუთარი ხედვები აქვთ.

„ცხადია, რომ მასთან ურთიერთობა უნდა შეწყდეს, მაგრამ პრობლემა არის ის იმაში, რომ ამაზე ყველა ლაპარაკობს და არავინ არ ლაპარაკობს, რა გადაჭრის პარკინგის პრობლემას. ჩვენ უნდა შემოვიღოთ ევროპული მოდელი, მეორე ეს არის პარკირების სივრცეების გაჩენა და მესამე ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, იმიტომ, რომ მანქანას თუ არ გაუჩნდა ალტერნატივა, ვერც ერთი პარკინგი, ვერც ერთი დამატებითი გზა ჩვენ ქალაქის განტვირთვას არ მოგვიტანს,“ - განაცხადა პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიაჩნიათ, რომ "სითი პარკთან" კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. პარტიის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი ამომრჩევლებს მერობის შემთხვევაში აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.

„სითი პარკთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის მერმა. დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მერია ამ ეტაპზე „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას ვერ გაწყვეტს, რადგან მერის თქმით, ჯარიმა, რომელიც მუნიციპალიტეტმა კომპანიას უნდა გადაუხადოს, საკმაოდ დიდია.

„ჯარიმის გადახდა, რომელიც მინიმუმ 25 მილიონი ლარია, არ არის მარტივი. ეს თანხა რომ გვქონდეს, დიდი სიამოვნებით დღესვე გავწყვიტავდით "სითი პარკთან" ხელშეკრულებას. ჩვენ ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა სასიამოვნო ურთიერთობა მათთან ნამდვილად არ გვაქვს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები