18 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
საქართველოს კრინიგზამ გაფიცულ მუშებს ულტიმატუმი წაუყენა

რკინიგზის ადმინისტრაციამ გურჯაანში გაფიცულ თანამშრომლებს მოთხოვნებს ჯერ კიდევ 8 აგვისტოს ოფიციალურად გასცა პასუხი.

დოკუმენტს Facebook-ის გვერდზე "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" ავრცელებს.

წერილის ადრესატი „საქართველოს რკინიგზის“ სალიანდაგო დეპარტამენტის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონის დეფექტკონტროლის ურიკის ოპერატორის თანაშემწე, ვახტანგ ცისკარიშვილია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თანამშრომლები, რომლებიც დღეს აქციებს მართავენ და სამუშაო ადგილის გურჯაანიდან მარნეულში გადატანას აპროტესტებენ, თავის დროზე თანახმა იყვნენ, ცვლილებები განხორციელებულიყო.

შეგახსენებთ, რომ გაფიცულემბა დღეს შიმშილობაც დაიწყეს.

„საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია წერილში ვახტანგ ცისკარიშვილს აფრთხილებს და მოუწოდებს, სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დოკუმენტის მიხედვით, „საქართველოს რკინიგზა“ მას გაათავისუფლებს.

„გაფრთხილებთ, თქვენს მიერ #3827 ბრძანების (შრომითი ხელშეკრულების) ხელის მოწერაზე უარის თქმისა და შრომითი ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სს „საქართველოს რკინიგზა“, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას“) შეწყვეტს თქვენთან შრომით ხელშეკრულებას,“ - ნათქვამია წერილში.

ამავე თემაზე
დღის ამბები