18 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
ხმაური რკინიგზის დეპარტამენტთან - პოლიციამ გაფიცულ თანამშრომლებს კარვების გაშლის უფლება არ მისცა

ხმაური რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან. ადგილზე, გაფიცულ თანამშრომლებს, რომლებმაც დღეს შიმშილობა დაიწყეს, პოლიციამ კარვების გაშლის უფლება არ მისცა. გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია დღეს დილიდან გამართეს. რკინიგზელები, მათთვის სამუშაო ადგილის შეცვლას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობამ ისინი სამუშაოდ მარნეულში გადაიყვანა, თუმცა მათი მგზავრობის და საცხოვრებელ ხარჯებს არ უზრუნველყოფს. აქციის მონაწილეებს დღეს პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

„მე პირადად ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მითხრეს, რომ ცხელი წყალი და ყოფითი პირობები შექმნილია თანამშრომლებისთვის. არ თანხმდებიან რატომღაც. სხვაც იყო წინააღმდეგი, მაგრამ ახლა მხოლოდ 2 არის წინააღმდეგი. არ ვიცი, ეს გარეგანი ძალების ზემოქმედების შედეგია, მათი გავლენის ქვეშ არის, თუ რა, ვერ გეტყვით,“ - აცხადებს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი, ნანა კლარჯეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები