25 დეკემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ცესკოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

10 ათასამდე ხელმოწერის მიღებისთვის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს, ვადა 1 სექტემბრამდე აქვს. ეს აუცილებელი პროცედურაა იმისთვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრიროს.

ცესკოს მიერ დადგენილი ერთკვირიანი ვადა 10 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად მიუღებელია მერობის კანდიდატისთვის. ის საარჩევნო ადმინისტრაციას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ცესკო კანდიდატებს არათანაბარ გარემოში აყენებს.

ბრალდებებს ბრალდებებით უპასუხეს ცესკოში.

საარჩევნო ადმინისტრაცია ალეკო ელისაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს, რომ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადებს არა ცესკო, არამედ "საარჩევნო კოდექსი" ადგენს.

ხელმოწერების შეგროვებისთვის საჭირო ხანმოკლე პერიოდის გამო, კონკურენტს დახმარებას სთავაზობს ზალიკო უდუმაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მზად არის, მისი საარჩევნო შტაბის რესურსი გამოიყენოს და ელისაშვილისთვის მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვება ხვალიდან დაიწყოს. თუმცა, მიიღებს თუ არა კონკურენტის შეთავაზებას ელისაშვილი, უცნობია.

დღის ამბები