თურქეთში, იუნიორებსა და კადეტებს შორის ხმლით ფარიკაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იუნიორ ქალთა კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა მსგავს შედეგს მიაღწია. კუვაევამ ფინალამდე გზა წარმატებულად განვლო და ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. გადამწყვეტი შეხვედრა კი მეტოქესთან 5-15 დათმო.