09 აგვისტო 2026,   22:56
ვრცლად
გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი გაიგზავნა

გურიის რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი, გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.

 

დღის ამბები