05 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
საბიუჯეტო სახსრები გაიფლანგა და აგრარული სექტორი იქცა წამგებიანად - ლელა ქებურია

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ზუგდიდში, ლელა ქებურია, სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების  მმართველობის პირობებში სოფელი ღარიბდება.

მერობის კანდიდატმა დღეს გასული წლების სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა, რომელშიც ნათესი ფართობების შემცირებაზე, ხვნა-თესვის წარუმატებელ პროგრამაზე და სოფლის მეურნეობაში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს.

ლელა ქებურია აცხადებს, რომ გამოსავალი ევროპული საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაა. პარტიის საარჩევნო პროგრამა გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.

„2016 წელს სოფლის მეურნეობის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 0%. ხოლო 2017 წლის 2 კვარტლის მონაცემით, მთლიანი შიდა პროდუქტი 1%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო სახსრები გაიფლანგა და აგრარული სექტორი იქცა წამგებიანად,“ - აცხადებს ლელა ქებურია.

დღის ამბები