05 მაისი 2024,   02:31
ვრცლად
ხმაური ნაძალადევის გამგეობაში - ზაალ უდუმაშვილმა ბარბაქაძეების ოჯახისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფა მოითხოვა 

ხმაური იყო დღეს ნაძალადევის გამგეობაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა გამგეობის თანამშრომლებისგან პასუხი მოითხოვა, თუ რატომ ეთქვა უარი ბარბაქაძეების ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფაზე.

სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გამგეობიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ამ დროს კი სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს დახმარებაზე უარს ეუბნებიან.

ნაძალადევის გამგეობაში დღეს ბარბაქაძეების ოჯახის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
ზაალ უდუმაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გამგეობა ბარბაქაძეების ოჯახს დახმარებას დაპირდა.

„10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გაშუქდა ეს ამბავი და გამგეობიდან საერთოდ რეაგირება არ ყოფილა და არავინ არ დაჰკავშირებია ამ ოჯახს. სწორედ ამიტომ მოვედი დღეს აქ, რომ პირადად ჩავერიო და  პირადად გავაკონტროლო ლადოს ამბავი. საკმაოდ რთული შეხვედრა გვქონდა გამგეობაში, მაგრამ რაც მთავარია შედეგიანი არის, იმიტომ რომ პირობა მივიღე, რომ დახმარებას მიიღებს ეს ოჯახი და ახლა მე უკვე დაველოდები ამ პირობის აღსრულებას,“ - განაცხადა ზაალ  უდუმაშვილმა.

დღის ამბები