05 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
ხან გაიზრდება, ხან შემცირდება, არაფერი ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის - აკონომიკის სამინისტრო ლარის გაუფასურებაზე

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ლარის მკვეთრ გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია.

უწყებაში მოსახლეობას მოუწოდებენ, უარყოფით მოლოდინებს არ აჰყვნენ.

„მოსახლეობას გვინდა, ვურჩიოთ, რომ ნუ აჰყვებიან ამ რაღაც უარყოფით მოლოდინებს, კურსი არის ბაზრის მოთხოვნა და მიწოდება და ეს განსაზღვრავს კურსს. ის ხან გაიზრდება, ხან შემცირდება, არაფერი ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 10 თეთრით გაუფასურდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები