05 მაისი 2024,   03:34
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პოლონეთში საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

არაფორმალურ ღია დისკუსიაში განხილვის მთავარი თემა ევროპის წინაშე არსებული პრობლემები, გამოწვევები და ევროკავშირის გაფართოების მომავალი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-ევროკავშირის დაახლოების პროცესზე და რუსეთის როლზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში არსებული ტენდენცია, რომ რუსული აგრესია საქართველოში 2008 წელს დაიწყო, არასწორია, რადგან რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკვე ათწლეულებს ითვლის.

ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-პოლონური პარტნიორობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოსათვის პოლონეთისა ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია. 

დღის ამბები