05 მაისი 2024,   00:12
ვრცლად
ხმაურიანი აქცია გურიაში - მოსახლეობამ ბუნებრივი აირის შეყვანის მოთხოვნით გზა გადაკეტა

გურიაში, სოფელ ბაილეთის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. რის გამოც 2 საათის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობა ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზაზე პარალიზებული იყო.

აქციის მონაწილეები, სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შეკრებილებს პირობა მისცეს, რომ ბუნებრივ აირს სოფელი მომავალ წელს მიიღებს.

გზის გახსნა ცენტრალურ მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

დღის ამბები