05 მაისი 2024,   06:48
ვრცლად
არ მგონია, შეთქმულების თეორიას ჰქონდეს ადგილი - ლევან გოგიჩაიშვილი სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნაზე

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბუნებრივია.

ის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება და უკრაინა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც პროკურატურამ მესამე პრეზიდენტის ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა.

"არა მარტო უკრაინაში, არამედ ბევრ ქვეყანაში არის გაგზავნილი. ზუსტად რა ქვეყნებში არის გაგზავნილი, შეგიძლიათ. დააზუსტოთ იუსტიციის სამინისტროსთან და პროკურატურასთან. მე არ მგონია. რაღაც შეთქმულების თეორიას ჰქონდეს ადგილი. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული არის სისხლის სამართლის საქმე, ხორციელდება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები