05 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
10-თეთრიანი ვარდნა 10 დღეში - ლარის გაუფასურების ახალი ტალღა

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ბოლო 10 დღეში, აშშ დოლართან მიმართებაში, 10 პუნქტით ვარდნა განიცადა.

დოლარის გარდა, ლარი თითქმის ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, თუმცა, ხელისუფლებისთვის ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რომლის გამოც საზოგადოებას ცუდი მოლოდინები არ უნდა გაუჩნდეს.

ექსპერტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რომლებმაც ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა გამოიწვია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი მოახლოებული არჩევნებია და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხისთვის ფულის დასარიგებლად თანხას აგროვებს.

ოპოზიცია მთავრობის მხრიდან კონკრეტულ, სწორ გადაწყვეტილებებს ელოდება და არასწორი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

ექსპერტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია შენარჩუნდა, მომდევნო ეტაპი, სავარაუდოდ, ფასების ზრდა იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები