05 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
"ევროპული საქართველო" EPP-ის წევრი გახდა

ევროპული საქართველო ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი გახდა. ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში კიდევ ერთი ქართული პოლიტიკური პარტიის მიღებას მხარი დღეს კოპენჰაგენში დაუჭირეს.

პარტია ევროპული საქართველო დღეიდან ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ დღისწესრიგში ჩაერთვება. ის პირველი ქართული პარტიაა ნაციონალურ მოძრაობის შემდეგ, რომელიც  ევროპული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მონაწილეობას მიიღებს.

EPP-ის წევრი 41 ევროპული ქვეყნის 70-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი აქვს. ევროპული საქართველოს წევრებმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას EPP-ის რჩევებიც გაუზიარეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები