05 მაისი 2024,   03:56
ვრცლად
უკრაინულმა მხარემ იკითხა, იყო თუ არა სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნები დღესაც ძალაში - თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის შესახებ მიმართვა, ქართულმა მხარემ უკრაინული მხარის ოფიციალურ შეკითხვაზე საპასუხოდ გააგზავნა.

„უკრაინულმა მხარემ იკითხა რამდენიმე დღის წინ, რომ ის დოკუმენტაცია და ექსტრადიციის მოთხოვნები იყო თუ არა დღესაც ძალაში, რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, საქართველოდან, რომ დიახ ის მოთხოვნები არის დღესაც ძალაში და კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით, გადაიგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისი განცხადებით, მან არ იცის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს უკრაინული მხარე და რატომ გაუჩნდა შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, თუმცა, წულუკიანი აცხადებს, რომ კიევში გარკვეული სამართლებრივი პროცედურები და დოკუმენტაციის განახლება მიმდინარეობს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გუშინდელი და გუშინწინდელი კომუნიკაციებიდან ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, იქ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, განახლებული პროცედურები, როგორც მათ დაარქვეს, რადგან ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა კვლავ არის ძალაში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები