05 მაისი 2024,   05:37
ვრცლად
უნებართვოდ მოჭრილი ხე თამარაშვილზე - პროტესტის მიუხედავად, ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა იგეგმება

ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შემდეგ გაირკვა, რომ თამარაშვილის 13-ში გუშინ გვიან ღამით ხის ჭრა უკანონო იყო და ნებართვა სამშენებლო კომპანია „დომუსისთვის" მერიას არ მიუცა. კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ხე ტერიტორიაზე ნამდვილად უნებართვოდ მოჭრეს, თუმცა ამტკიცებენ, რომ ძლიერი ქარის გამო ხის გადატეხვის საფრთხე იყო და მერიას ვეღარ დაელოდებოდნენ.

თამარაშვილის 13-ში ხეებს უკვე წლებია ნელ-ნელა ხან მერიის ნებართვით, ხან თვითნებურად ჭრიან და გამწვანებულ ზონას, სადაც ადრე პარკი იყო სამშენებლო მოედნად ამზადებენ.

მიწის მფლობელმა კომპანია „ელჯი კაპილატმა“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს 57-მეტრიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის თხოვნით 4 აგვისტოს მიმართა. განაცხადს ხელს დეველოპერული კომპანია „დომუსის“ დირექტორი ალექსანდრე კორძახია აწერს.

ხეების უკანონო ჭრის შესახებ თბილისის მერია ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები