05 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
"არ მინდა ცირკის მოწყობა და მოვუწოდებ პოროშენკოს, ნუ მოაწყობს ცირკს"- მიხეილ სააკაშვილი

ვარშავაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო მედიის ინტერესი დიდი იყო. ჟურნალისტებმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ჰკითხეს თუ რა იქნება მისთვის გეგმა ბ, თუ პეტრო პოროშენკო გადაწყვეტს, არ შეუშვას ის უკრაინის ტერიტორიაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე არ გამორიცხა, რომ უკრაინის მხრიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ჯაშუშური დავალებებით გადმოვიდნენ გარკვეული პირები. თუმცა სააკაშვილი ამბობს, რომ მისი გეგმიდან არცერთი ნაწილი დაფარული არ არის და ის ყველაფერზე ღიად საუბრობს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მისი მთავარი ბერკეტი უკრაინის პასპორტია.

„ამ პასპორტის ასაღებად რიგში ვიდექი და ვერავინ ჩამომართმევს. ეს არ არის სათამაშო. თან ამ პასპორტის გარდა არაფერი გამაჩნია. ამ პასპორტით ვიყავი ამერიკაში და ამ პასპორტით გადავაადგილდები ევროპაში. დავპირდი უკრაინელ ხალხს, რომ მათ უფლებებს დავიცავ. არ მინდა ცირკის მოწყობა და მოვუწოდებ პოროშენკოს, ნუ მოაწყობს ცირკს. ვიცი, რომ მზად აქვთ სცენარი. ამზადებენ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ღიმილით დამხვდებიან, მაგრამ იტყვიან არ შემოუშვათო. მინდა ვუთხრა მათაც და მესაზღვრეებსაც, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას, რადგან ჩვენ კანონის მხარეს ვდგავართ და კანონიც ჩვენს მხარესაა,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები