02 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
„დღეს დაიწყო ახალი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი უკრაინაში"- ხატია დეკანოიძე

„დღეს დაიწყო ახალი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი უკრაინაში და ეს, ალბათ, უფრო ოპოზიციური ძალების გაერთიანებას გულისხმობს,"- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ ლვოვში გააკეთა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან და რადას დეპუტატებთან ერთად იმყოფება. მან სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას უკანონობა უწოდა.

"არ მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შემოვიდოდა. მას ჰქონდა კანონიერი უფლება, შემოსულიყო უკრაინაში, დაიცვას უფლებები სასამართლოს მეშვეობით. ის, რაც მოხდა ლოგიკური დასასრული იყო უსამართლობის,"- აღნიშნა დეკანოიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები