27 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
აშშ საქართველოს დახმარებას თავდაცვისუნარიანობის კუთხით გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთთან ურთიერთობაა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც სრულად საქართველოს ეხება, ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს სამხედრო დახმარებაზე. ვაშინგტონი გმობს, საოკუპაციო ზოლთან ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვას და გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასაც ითხოვს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკა რუსეთისგან 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას ითხოვს.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბრიჯით ბრინქი განმარტავს, რომ შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს მიმართ უცვლელია და აშშ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ქვეყანას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსი, იან ბზეჟინსკი ფიქრობს, რომ დასავლეთმა საქარათველოს ნატოს გაწევრიანების გეგმის გადაცემა დაუგვიანა და ამასთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკანონო ბორდერიზაციისთვისაც უნდა დაწესებულიყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები