05 მაისი 2024,   02:18
ვრცლად
გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების მეორე დღე კვლავაც რუსეთის კრიტიკას დაეთმო

გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების მეორე დღე კვლავაც რუსეთის კრიტიკას დაეთმო. ლატვიის პრეზიდენტმა მოსკოვი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. მანვე გაეროს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

რუსეთის აგრესიაზე საუბარს დაუთმო გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინის პრეზიდენტმაც. პეტრე პოროშენკომ ოფიციალურ მოსკოვს უდიდესი საფრთხე უწოდა. რუსეთის ქმედებები გაეროს ტრიბუნიდან გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტმაც.

რუსეთი იყო განხილვის მთავარი თემა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც, რომელზეც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მოსკოვის ქმედებები მთავარ საფრთხედ შეაფასა.

დღის ამბები