05 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
"არ ვარ პარტიული, მხარდამჭერი ვარ"- "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სიის I ნომერი

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატები, რომლებიც საკრებულოს დეპუტატობისთვის პარტიული სიით იბრძოლებენ, მხარდამჭერებს მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წარუდგინა. სიის პირველი ნომერი მარიკა დარჩია იქნება. კახა კალაძემ სულ 25 კანდიდატი დაასახელა. 

"ეს ადამიანები იქნებიან თქვენი ინტერესების დამცველები თბილისის საკრებულოში. ჩვენ, თქვენთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით თბილისს აუცილებლად ვაქცევთ სიცოცხლით სავსე ქალაქად, ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება თითოეულ მოქალაქეს პირობები ექნება შექმნილი, დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის,"- განაცხადა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, სიის პირველი ნომერი, მარიკა დარჩია ამბობს, რომ ის არ არის პარტიული და უბრალოდ მხარდამჭერია.

„მეც დღეს გავიგე, მე არ ვარ პარტიული, მე უბრალოდ მხარდამჭერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალშიც იქნება ის, რომ სწორედ "ქართულმა ოცნებამ" და არა მარტო „ქართულმა ოცნებამ“ ის გააკეთოს, რომ არასოდეს რაღაცაზე გული არ დაგვწყდეს და პასუხისმგებლობა და ამ ქალაქის მიმართ მოქალაქეობრივი გულშემატკივრობა არ დავკარგოთ,"- განაცადა მარიკა დარჩიამ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც წარდგენილი სიის მე-10 ნომერია, ამბობს, რომ კანდიდატისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სიის რომელი ნომერი იქნები, მთავარია გუნდთან ერთად, სწორი გადაწყვეტილებაა მიიღო.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ისევ გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ის ამბობს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ყველა გუნდის გადაწყვეტილებას დაემორჩილება. 

დღის ამბები