05 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
ტყის მასშტაბური ხანძარი კანარის კუნძულებზე - 100-მდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა

კანარის კუნძულებზე ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქია დასახლებული პუნქტის მახლობლად უკვე მეორე დღეა მძვინვარებს, თუმცა მის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. დაზარალებული რაიონიდან 100-მდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი 2 ათას ჰექტარ მიწის ფართობზეა გავრცელებული.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც. ადგილობრივი ხელისუფლება კი ჩაკეტილი მაგისტრალების გახსნასა და დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენაზე მუშაობს.

დღის ამბები