05 მაისი 2024,   02:19
ვრცლად
”საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა მესამე დღეა, მწვავე საჯარო ბრალდებების მიზეზია

”საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა მესამე დღეა, მწვავე საჯარო ბრალდებების მიზეზია. კვლევის ავტორებმა დამატებით მტკიცებულებები გაასაჯაროვეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან თავის შეკავება ურჩიეს.

დეპუტატების ბიზნეს საქმიანობის შესახებ კვლევა ორგანიზაციამ ორი დღის წინ გამოაქვეყნა. საუბარია 9 დეპუტატზე, რომლებიც საჯარო რეესტრში კერძო ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებად ფიქსირდებიან და ამით კანონს არღვევენ.

მმართველი პარტიის წევრები ადასტურებენ, რომ შესაძლოა წლების წინ კერძო კომპანიებს ხელმძღვანელობდნენ თუმცა მათი მტკიცებით, დღეს ამ საქმიანობით დაკავებულები აღარ არიან. თუმცა ამ მონაცემების გამო მმართველი პარტიის დეპუტატებმა კვლევის ავტორებს ბრალი ტყუილსა და არაკომპეტენტურობაში დასდეს, რის გამოც ეკა გიგუარი მმართველი გუნდის წევრებს მიზანმიმართულ თავდასხმასა და რეპუტაციის შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს და დეპუტატებს ურჩევს, ხმაურიანი საჯარო განცხადებების ნაცვლად, საჯარო რეესტრს მიმართონ. 

სადავო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის ორმა დეპუტატმა - დავით ჭიჭინაძემ და მამუკა ჩიქოვანმა საჯარო რეესტრს უკვე მიმართეს და კერძო კომპანიების ხელმძღვანელების სტატუსის გაუქმება მოითხოვეს.

დღის ამბები