05 მაისი 2024,   02:59
ვრცლად
წულუკიანმა ევროსასამართლო ყუფარაძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა

2006 წელს კლასელის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გვანცა ყუფარაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ ყუფარაძეს 10 წლით პატიმრობა და აქედან ნახევარი - პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

ყუფარაძის ოჯახმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასმართლოს რამდენიმე წლის წინ მიმართა. მსჯავრდებული ამტკიცებდა, რომ ის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა და მას ხელისუფლებამ სამართლიანი სასამართლოს უფლებაც წაართვა. რატომ ვერ დაადგინა ევროკონვენციის ვერცერთი მუხლის დარღვევა საქმეში ევროსასმართლომ, ყუფარაძეს დღეს საუბარი აღარ სურს თუმცა, წლების განმავლობაში ყოფილი მსჯავრდებული ამტკიცებდა, რომ ის პოლიტიკური პატიმარი იყო.

გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 1 თვის წინ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიასთან შეკითხვები ჰქონდა და შესაბამისად სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის დროს, მაღალი ქულა ვერ დაიმსახურა. თავად თამარ ალანია ფიქრობს, რომ ამ თემით სპეკულაცია უნდა დასრულდეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პასუხი ყურაფარაძის საქმის მთავარ კითხვას გაეცა და დადგინდა, რომ მაშინ ოპოზიცია ამ საქმეს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებდა. ყუფარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2011 წელს დატოვა და ამჟამად იუსტიციის სამინისტროში მუშაობს.

დღის ამბები