02 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
კახა კალაძემ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მცხოვრებლებს შეხვდა. კახა კალაძემ მათ საარჩევნო პროგრამა და სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი მოსახლეობას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა.

"ბოლო შეხვედრები, რაც გვქონდა, ძალიან ხშირად იკვეთება დაკანონებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. ოჯახები 15-20 წელია ცხოვრობენ, თაობები გაიზარდნენ და დაკანონებას ვერ ახერხებენ, ბიუროკრატია არსებობს. ამ ადამიანებს ვაძლევ პირობას, როგორც კი მერი გავხდები, პრობლემების მოგვარებას მაშინვე დავიწყებთ," - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები