05 მაისი 2024,   04:47
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 24 დაჭრილი - სროლა ლას ვეგასში

სროლა ლას ვეგასში - შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ერთ-ერთი კაზინოს მახლობლად, ღია ცის ქვეშ მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გახსნა. წინასწარი მონაცემებით, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა, 14 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ. ეჭვმიტანილი პოლიციამ საპასუხო სროლის დროს მოკლა. თვითმხილველების განცხადებით, ის სასტუმროს ნომრის აივნიდან ისროდა, თუმცა ამ ინფორმაციას გამოძიება ჯერჯერობით არ ადასტურებს.

ძალოვანები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ რაიონს, სადაც ინციდენტი მოხდა. ცნობილია, რომ სროლის გამო ლას ვეგასიდან რამდენიმე რეისი სხვა აეროპორტში გადაამისამართეს.

დღის ამბები