27 აპრილი 2024,   01:51
ვრცლად
შანელის მოდის სახლმა პარიზის მოდის კვირეულის სტუმრებს კიდევ ერთი ორიგინალური ჩვენება შესთავაზა

შანელის მოდის სახლმა პარიზის მოდის კვირეულის სტუმრებს კიდევ ერთი ორიგინალური ჩვენება შესთავაზა. ამჯერად კარლ ლაგერფილდის გუნდმა პარიზის გრან-პალასში ტროპიკული ტყის იმიტაცია მოაწყო და დარბაზში ხელოვნური ჩანჩქერი შექმნა.

დიზაინერი ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო წვიმიანი ამინდი და ტროპიკული ტყე გახდა, ამიტომ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაც ამ თემაზეა მორგებული.

კოლექციაში სხვადასხვა სახის საწვიმარი სამოსი და აქსესუარები ჭარბობს.

ჩვენება სინდი კროუფორდის შვილმა - 16 წლის კაია გერბერმა, გახსნა. ყოფილი მოდელი კი დეფილეს მაყურებელთან ერთად ადევნებდა თვალს.

სინდი კროუფორდთან ერთად შანელის მოდის სახლის ჩვენებას კინოს და შოუბიზნესის სხვა ვარსკვლავებიც დაესწრნენ.

დეფილეს დასრულების შემდეგ კარლ ლაგერფილდი პოდიუმზე თავის ნათლულთან ერთად გავიდა.

დღის ამბები