08 დეკემბერი 2024,   11:15
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" საქართველოში მოსკოვის მონაწილეობით საერთაშორისო ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

„ძალიან კარგი იქნება, ჩატარდეს საერთაშორისო ფორუმი თქვენი მონაწილეობით საქართველოში,“ - ეს შეთავაზება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანმა, გიორგი ლომიამ, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები მეორე დღეა, რაც მოსკოვში იმყოფებიან. დღეს ისინი დუმის წევრებს შეხვდნენ.

5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.

გიორგი ლომიას თქმით, საქართველოში მათ მიზანმიმართულად ებრძვიან.

„არიან ძალები, ვინც ჩვენს გაშავებას ცდილობს. ისინი მიზანმიმართულად მოქმედებენ და ჩვენ ვიცით, ვისზე მუშაობენ ისინი. ძალიან კარგი იქნება, ჩატარდეს საერთაშორისო ფორუმი თქვენი მონაწილეობით საქართველოში. არ არის საჭირო ულტიმატუმები, ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ რუსეთთან და ნატოსთანაც, მაგრამ ისე, რომ ეს რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.

ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. პატრიოტთა ალიანსი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი - საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები