02 მაისი 2024,   20:34
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა

კვირის  ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4790 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4792 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 2.9032 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9143 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა.

დღის ამბები