05 მაისი 2024,   10:31
ვრცლად
ყველა შენობა, რომელიც თბილისის მერიის ბალანზეა, ავტომატურად დაგიკანონდებათ - უდუმაშვილი დევნილებს მიმართავს

„ჩემი მთავრი ინიციატივაა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება, დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად თბილისის მერია სპეციალურ სამსახურს შექმნის და თბილისის ბიუჯეტში გაჩნდება მუხლი, რომელიც ყოველწლიურად განსაზღვრავს 10 მილიონ ლარს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა, წყნეთში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მან დედაქალაქის მერობის შემთხვევაში დევნილებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა გააჟღერა.

ზალიკო უდუმაშვილმა ფოტომასალებიც წარადგინა, სადაც ასახული დევნილების გაუსაძლისი საცხოვრებელი ადგილები.

„დარწმუნებული ვარ, რომ არც ისე შორეულ მომავალში ერთმანეთს სოხუმში შევხვდებით და სოხუმში ავირჩევთ სოხუმის პირველ არჩეულ მერს. თბილისში, დაახლოებით, 100 ათასი დევნილი ცხოვრობს. თქვენ ხართ ამ ქალაქის უმნიშვნელოვანესი და საამაყო ნაწილი. ეს ქალაქი და ხელისუფლება იმავეთი ვერ გპასუხობთ. ვერ დაველოდები, როდის გაიღვიძებს საღათას ძილისგან დევნილთა სამინისტრო და არც მაქვს იმედი, რომ როდესმე გაიღვიძებს,“ - აღნიშნა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში, თბილისის მერიის ბალანსზე მყოფ შენობებს, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მათ დაუკანონებს.

„22 ოქტომბრის შემდეგ ყველა ის შენობა, რომელიც თბილისის მერიის ბალანზე იმყოფება, ავტომატურად დაგიკანონდებათ. თბილისში მცხოვრებ დევნილებს აღარ უნდა ჰქონდეთ პრობლემა იმ შენობებთან დაკავშირებით, რომელშიც ცხოვრობენ," - აღნიშნა უდუმაშვილმა.

დევნილებს ბესო შენგელიამაც მიმართა, რომელმაც მათი პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. 

 

დღის ამბები