02 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთი რეგიონის უსაფრთხოებისთვის მუქარად აფასებს

თბილისისა და NATO-ს თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთი რეგიონის უსაფრთხოებისთვის მუქარად აფასებს. ჟენევაში გამართული კონსულტაციების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში, NATO-ს ცალკეული ქვეყნების წარმოამდგენლების მონაწილეობით, ჩატარებულ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ანტირუსული ხასიათი ჰქონდა. გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია, ჟენევის დისკუსიებზეც, სადაც კრემლის იფრნაოცმიით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმოადგენლებმა საოკუპაციო ზოლთან უცხოელი პოლიტიკოსების ხშირი სტუმრობა და აქციების ორგანიზება, პროვოკაციად შეაფასეს. მიუღებელს და პროვოკაციულს უწოდებს რუსეთის საგარეო უწყება NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლიციასაც. 

დღის ამბები