27 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
მომიკლეს ქალიშვილი და გააუპატიურეს მეუღლე - კანადელი მამაკაცი თალიბების ტყვეობაში გატარებულ წლებს იხსენებს

სამშობლოში დაბრუნებული კანადელი მამაკაცი ოჯახთან ერთად თალიბების ტყვეობაში გატარებულ წლებს იხსენებს.

ჯოშუა ბოილი ჟურნალისტებს ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში ესაუბრა. მისი განცხადებით, მებრძოლებმა ქალიშვილი მოუკლეს, მეუღლე კი გააუპატიურეს.

ცოლ-ქმარი თალიბებმა ავღანეთში 2012 წელს ლაშქრობის დროს გაიტაცეს. ისინი პაკისტანელმა სამხედროებმა გასულ კვირას ავღანეთის საზღვართან ჩატარებული ოპერაციის დროს გაათავისუფლეს.

ჯოშუა ბოილი სამშობლოში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დაბრუნდა. ყველა მათგანი ტყვეობაში დაიბადა. 

დღის ამბები