27 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
ავიაკატასტროფა კოტ-დივუარში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავიაკატასტროფა კოტ-დივუარში - სატვირთო თვითმფრინავი, ქალაქ აბი-ჯანის აეროპორტის მახლობლად, აფრენიდან რამდენიმე წუთში ზღვაში ჩავარდა და ორად გაიყო.

ბორტზე სულ ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად 4 მათგანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ყველა გარდაცვლილი მოლდოვის მოქალაქეა. მათ გარდა, ბორტზე საფრანგეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავს საფრანგეთის არმიისთვის სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა.

კატასტროფის დროს რეგიონში ძლიერი წვიმა და შტორმი იყო. 

დღის ამბები