27 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესმენი დაჭრეს - მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესმენი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ლევან ქუჩულორიას, რომელსაც თხილის ბიზნესი აქვს,  ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. ტყვია მას მუცელში, წვივსა და ბარძაყის არეში მოხვდა.

ქუჩულორია ამ წუთებში ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ამ დრომდე დაუდგენელია თავდამსხმელების ვინაობა, ასევე იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე თვითმხილველები.

ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმსხვილესი შემომწირველია. მის საკუთრებაშია ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თხილის გადამამუშავებელი საწარმო "ჯი-ენ-კომპანი."

დღის ამბები