05 მაისი 2024,   05:58
ვრცლად
შემოწირულობების 93 % მმართველ პარტიაზე მოდის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

პარტიების შემოწირულობები და წინასაარჩევნო გარემო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს კითხვები შემოწირულობებთან დაკავშირებით აქვთ და განმარტავენ, რომ ფინანსების 93 % სწორედ მმართველ პარტიაზე მოდის, შემომწირველები კი, ხშირ შემთხვევაში ტენდერებში მონაწილე კომპანიები არიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური გაერთინებების მსგავსი უთანასწორობა საარჩევნო გარემოსთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კომპანიას აქვს გარკვეული თანხა შეწირული და საკმაოდ მსხვილი ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული, რაც რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა იმ კუთხით, რომ კონკურენცია არ არის თანაბარი,“ - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

დღის ამბები