05 მაისი 2024,   08:52
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა კახეთში. საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით თანასოფლელმა მიაყენა. ადგილობრივების თქმით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.

მათი თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მამედოვმა მოვალისგან თანხა მოითხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, ფასიანი ნივთების წამოღება სცადა.

მოკლულის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დადგენილია ბრალდებულის ვინაობა - მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

დღის ამბები