05 მაისი 2024,   08:30
ვრცლად
ქართულ-ესტონური ბიზნეს-ფორუმი გახსნილია

ამ წუთებში ქართულ-ესტონური ბიზნეს-ფორუმის მიმდინარეობს. ის საქართველოსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით იმართება. ფორუმზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები და კონკრეტული პროექტები განიხილება.

ფორუმზე 100-ზე მეტი ქართული და 40-ზმდე ესტონური კომპანია დარეგისტრირდა. ქართული და ესტონური მხარეები აცხადებენ, ინტერესის მთავრი სფეროებია სამომავლო ინვესტიციებისთვის არის უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურული მიმართულება.

„ესტონელი ბიზნესმენებისთვის საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა, რადგან სისტემური მოწყობა, თითქმის, იდენტურია. ჩვენ ვშუამდგომლობთ ბიუროკრატიული პროცედურების კუთხით, რადგან სამინისტროებს შორის მჭიდრო კავშირები გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი რეისების დანიშვნის საკითხი, “- განაცხადა ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კადრი სიმსონმა. 

დღის ამბები