27 აპრილი 2024,   01:22
ვრცლად
კევინ სპეისს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 8 ადამიანი ადანაშაულებს

ჰოლივუდის ვარსკვლავს კევინ სპეისს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 8 ადამიანი ადანაშაულებს. ყველა მათგანი სერიალ სერიალ "ბანქოს სახლის" გადაღებებზე მუშაობს. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუებში ისინი აცხადებენ, რომ მსახიობი თანამშრომლებს უხამსად და უხეშად ეპყრობოდა, ერთ-ერთმა კევინ სპეისი სექსუალური სახის თავდასხმაშიც კი, დაადანაშაულა.

რვავე ასისტენტმა საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, რადგან ფიქრობენ, რომ ბრალდებებს პროფესიულ საქმიანობაში შეიძლება უარყოფითი შედეგები მოყვეს.

კევინ სპეისი თავდაპირველად სექსუალურ შევიწროებაში მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა. მოგვიანებით, იგივე ბრალდება მას რეჟისორმა ტონი მონტანამ წაუყენა.

სკანდალის გამო, ოსკაროსანმა ვარსკვლავმა დროებით კინო კარიერა შეწყვიტა.

დღის ამბები